დინამო თბილისმა, რომელიც ზამთრის მეორე შეკრებას ატარებს და ბელეკში იმყოფება, მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. თბილისელება მეტოქეობა ბელორუსიის 13 გზის ჩემპიონმა- ბატე ბორისოვომ გაუწია. დინამომ შეხვედრა თავისი უპირატესობით წარმართა და საბოლოოდ 2:0 დაამარცხა მეტოქე. გოლები ბატეს კარში ბექა მიქელთაძემ (პენალტი) და ბაჩანა არაბულმა გაიტანეს. მომდევნო ტესტ მატჩს თბილისელები 25 თებერვალს ტულის არსენალთან ჩაატარებენ.