დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობა ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში შეკრებას გადის. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მოახლოებული სეზონისთვის ემზადება, რის ფარგლებშიც საკონტროლო მატჩებსაც ატარებს. დინამოელები ბენდელას სტადიონზე საბურთალოს 19 წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდნენ და სამი უპასუხო გოლით იმარჯვეს. თავის გამოჩენა დავითაშვილმა, ძოწენიძემ და ბაბუნაძემ მოახერხეს. 22 თებერვალს თბილისელები ცხინვალს შეხვდებიან, ხოლო 24 თებერვალს ჩვენს გუნდს სპარინგ პარტნიორობას მარკ სტარსი გაუწევს. 19 წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატი 14 მარტს დაიწყება.