• Geo
  • Eng
05.05.2017
დინამომ მიჯრით მეშვიდე მატჩი მოიგო

დღეს ქობულეთში ეროვნული ლიგის მეათე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ფოთის კოლხეთმა დინამო თბილისს უმასპინძლა. მატჩის დაწყებამდე დინამოელთა თავკაცი პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელის პრიზით დააჯილდოვეს. მატჩის მე- 15 წუთზე კახი კაჭარავას იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. საჯარიმოში ორთაბრძოლისას გიორგი გველესიანი დაშავდა და მის ნაცვლად მოედანზე გიორგი პაპუნაშვილი შევიდა. ცოტახანში დინამოელებმა საკამოდ სახიფათო შეტევა განახორციელეს. საჯარიმოს ხაზიდან ბექა მიქელთაძე ძლიერად არტყავდა, ბურთი სტეფან სიკაჩმა კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის დაწყებიდან ნახევარი საათი იყო გასული, როდესაც დინამოს კიდევ ერთხელ შეეძლო ანგარიშის გახსნა. გიორგი პაპუნაშვილმა ზუსტი გადაცემით ბექა მიქელთაძე გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, რომელმაც კიპერს ვეღარ აჯობა. ამის შემდეგ ფოთელებმაც შეუტიეს სტუმრებს და ორჯერ კუთხურიც მოაწოდეს. საპასუხოდ გიორგი ჩაკვეტაძის დარტყმული სიკაჩმა მოიგერია. 35- ე წუთზე თბილისელებმა გახსნეს ანგარიში. შეტევის მარცხენა ფრთიდან ბაჩანა არაბულმა ბექა მიქელთაძეს გადააწოდა ბურთი, ბექამ ზუსტი დარტყმით აიღო კოლხეთის კარი. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე თბილისელებმა სახიფათო კონტრშეტევა წამოიწყეს. გიორგი პაპუნაშვილმა ზუსტი პასით ბაჩანა არაბული ერთი ერთზე გაიყვანა. დინამოს ფორვარდი თამაზ ჟიშკარიანმა აკრძალული ილეთით შეაჩერა და უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის არბიტრმა იგი გააძევა. საჯარიმო დარყმა ლაშა თოთაძემ შეასრულა, უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხამ მოიგერია, დასწრებაზე გიორგი ზარიამ ითამაშა და მეორე გოლი გაიტანა ფოთელთა კარში. მეორე ტაიმი გუნდებმა მშვიდად დაიწყეს. 10 წუთი იყო გასული, როცა ბაჩანა არაბულმა ტექნიკურად ითამაშა, საბოლოოდ ბურთი ფოთელთა კარის ბადეს ზევიდან დაეცა. 59- ე წუთზე კი იმავე არაბულის გადაცემით მესამე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა- 0:3. შეხვედრის 77- ე წუთზე ბექა მიქელთაძემ გაისროლა საჯარიმოს კუთხიდან, ბურთმა კოლხეთის კარის ძელს სანტიმეტრებში ჩაუფრინა. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და დინამომ ჩემპიონატში მიჯრით მეშვიდე მატჩი მოიგო. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 10 მაისს დინამო არენაზე ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს.

 

კოლხეთი  0:3  დინამო

 

გოლი: 0:1 მიქელთაძე 35’  0:2 ზარია 45’  0:3 ჩაკვეტაძე 59’ 

გაფრთხილება: კოვტალიუკი 14’  ჟიშკარიანი 25’  მიშენკო 49’  ბოლქვაძე 68’ 

 

კოლხეთი: სიკაჩი, გ. კილასონია, გოგონაია, კერძევაძე, კაკულია, დაფი (ბუხაიძე 68), ოტიენო (კორობკა 24), ჯანელიძე (ბოლქვაძე 64), ჟიშკარიანი, კოვტალიუკი, ვ. კილასონია

დინამო: ლიტოვჩენკო, მიშენკო, გველესიანი (პაპუნაშვილი 17), ლოჩოშვილი, თოთაძე, კიტეიშვილი, ზარია (ნინუა 85), თევზაძე, მიქელთაძე, ჩაკვეტაძე, არაბული (მესხი 76)

 

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024