• Geo
  • Eng
12.05.2017
დინამოელები მეთერთმეტე ტურის სიმბოლურში

სპორტულმა გამოცემა ლელომ, ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის სიმბოლურ გუნდში დინამო თბილისიდან 3 ფეხბურთელი, შემტევები - გიორგი პაპუნაშვილი, ბექა მიქელთაძე (2) და ოთარ კიტეიშვილი (2) შეიყვანა. ლოკომოტივთან 3:0 მოგებულ შეხვედრაში პაპუნაშვილმა და კიტეიშვილმა გატანილი გოლებით გამოიჩინეს თავი. მიქელთაძემ კი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში (აღსანიშნავია, რომ მესამე გოლიც ბექას ტექნიკურ გადაცემას მოჰყვა).

გამოცემამ ტურის მწვრთნელად ამ სეზონში მესამედ ჩვენი გუნდის თავკაცი- კახი კაჭარავა დაასახლა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024