• Geo
  • Eng
09.03.2017
11 მარტი დინამოს ისტორიაში

შაბათს 11 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 44- ე თბილისურ დერბის უმასპინძლებს. ლოკომოტივისა და დინამოს დაპირისპირება 14.00 საათზე დაიწყება.

11 მარტს დინამო თბილისს თავის ისტორიაში 5 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 2 შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, ხოლო სამჯერ საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 13/6 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

1988 წელს თბილისელებმა მინსკელი თანაკლუბელები მიიღეს და 2:1 დაამარცხეს მეტოქე. გოლები ბელორუსთა კარში თენგიზ სულაქველიძემ და გია გურულმა გაიტანეს. მომდევნო წელს ჩვენმა გუნდმა კიევის დინამო მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა მეტოქესთან. ზუსტი დარტყმებით გია ჯიშკარიანი და ბახვა თედეევი გამოირჩნენ.

2000 წელს ფოთში კოლხეთთან გამართული შეხვედრა უგოლო ყაიმით მორჩა. 2006 წელს დინამომ ზესტაფონი მიიღო და ისევ ფრე. 2:2 დასრულებულ პაექრობაში დუბლი მიხეილ ბობოხიძემ შეასრულა. 2011 წელს ლურჯ-თეთრები სამტრედიას რუსთავში დაუპირისპირდნენ და ერთის წილ შვიდი გოლი გაუტანეს მეტოქეს. ორ-ორი გოლი ლევან ხმალაძემ და დონალდ ჯუსმა ჩაიწერეს აქტივში. ამათ მონაგარს ზუსტი დარტყმები პეტარ იელიჩმა და ზურაბ არზიანმა მიამატეს, ერთი გოლიც საკუთარ კარში გიორგი ხუმარაშვილმა გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024