• Geo
  • Eng
29.12.2016
GFF AWARDS 2016

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სასტუმრო Rooms Tbilisi- ში წლის შემაჯამებელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გამართა. GFF AWARDS 2016- ის საუკეთესოები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი და მეორე ლიგის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ქალთა ეროვნული ჩემპიონატის კლუბებისა და ფუტზალის ჩემპიონატის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა გამოავლინეს. ნომინაციაში საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, ჩვენი გუნდის შემტევი ოთარ კიტეიშვილი გახდა. აღსანიშნავია, რომ კიტეიშვილი მიჯრით მეორედ გახდა ამ ტიტულის მფლობელი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2015/16 სეზონის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული კი 24 გატანილი გოლით გიორგი ქვილითაიამ დაიმსახურა, რომელმაც ხსენებულ შედეგს ლურჯ-თეთრი ფორმით მიაღწია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024