დღეს 13 მაისია. ეს თარიღი არამარტო ქართული სპორტის, არამედ საქართველოს ისტორიის ფურცლებზე ჩაიწერა ოქროს ასოებით. 36 წლის წინ თბილისის დინამოელებმა, მოპოვებული გამარჯვებით მთელი ერი გააბედნიერეს. ჩვენი ოქროს ბიჭებით დღემდე ამაყობს მთელი ქვეყანა. მინდა ჩვენს გმირებს, ჩვენს საფეხბურთო ღმერთ-კაცებს, ჩვენს საყვარელ დინამოელებს და მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო დღევანდელი დღე.
დინამო თბილისის პრეზიდენტი - რომან ფიფია