საქართველოს ეროვნული ნაკრები 24 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას დინამო არენაზე, სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 28 მარტს კი ჯვაროსნები ამხანაგურ შეხვედრაში ლატვიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ. აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად ვლადიმერ ვაისმა დინამო თბილისიდან ახალგაზრდა შემტევს - ოთარ კიტეიშვილს უხმო.
22 და 25 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც ევროშესარჩევი ციკლისთვის ემზადება, ორ ამხანაგურ შეხვედრას ისლანდიის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. გია გეგუჩაძემ ჩვენი გუნდიდან ახალგაზრდა ჯვაროსანთა რიგებში 4 ფეხბურთელს უხმო. ცენტრალური მცველი - ლუკა ლოჩოშვილი და შემტევები - გიორგი ზარია, გიორგი ჩაკვეტაძე და ბექა მიქელთაძე აღნიშნული მატჩებისთვის მოემზადებიან.