თბილისში 2002 წელს დაბადებულ ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი Junior Cup- ი მიმდინარეობს, რომელიც სკ საბურთალოს ორგანიზებით ტარდება. გათამაშებაში დინამოელები 15 წლამდელთა გუნდით ასპარეზობენ, რომელსაც სულიკო დავითაშვილი ხელმძღვანელობს. D ჯგუფში ჩატარებული 3 შეხვედრა დინამომ 9 ქულით დაასრულა და გათამაშების მეოთხედფინალის საგზურიც მოიპოვა. თბილისელებმა ბათუმის დინამოს 11:0 აჯობეს. ზურებიანმა ჰეთ თრიქი შეასრულა, მორჩილაძემ და აზაროვმა ორ-ორი გოლი გაიტანეს. თითო გოლი ბათუმელებს ქოჩაკიძემ, შენგელიამ, კონიაშვილმა და ჯინჯოლავამ გაუტანეს. მეორე შეხვედრაში დინამომ სფფ- ს აკადემიის გუნდს ერთის წილ სამი გოლი გაუტანა. ზუსტი თამაშით ზურებიანი, მორჩილაძე და ქოჩაკიძე გამოირჩნენ. ჯგუფის ბოლო შეხვედრა თბილისელებმა ვლადიკავკაზის იუნოსტთან ჩაატარეს და 3:2 იმარჯვეს. გოლები აზაროვმა, ქოჩაკიძემ და მორჩილაძემ გაიტანეს. დინამოელები მეოთხედფინალის მატჩს კრასნოდარის ყუბანთან 14 მარტს ჩაატარებენ.