• Geo
  • Eng
10.03.2017
თბილისური დერბი - მატჩამდე

11 მარტს, საქართველოს 29- ე ჩემპიონატის ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს. თბილისური დერბი 14.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი 1936 წელს დაარსდა. იგი რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა, რომელშიც გაერთიანდნენ დარგის მუშაკები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის წარმოება-დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები. აგრეთვე, რკინიგზის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები.

ლოკომოტივი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მართავს საშინაო მატჩებს, რომელიც 25 000 მაყურებელს იტევს. გუნდის ფერები კი ტრადიციული წითელი და თეთრია. ლოკომოტივს 1988-1989 წლებში ომც ლოკომოტივი ერქვა, 1990-1993 წლებში თბილისელები მერანის სახელით ასპარეზობდნენ, ხოლო 1993-1995 წლებში ჩვენს მომავალ მეტოქეს მერანი-ბაჩო ერქვა. ლოკომოტივი სსრკ- ს უმაღლეს (1938 და 1940), პირველ (1939, 1946-1948, 1959-1970) და მეორე ლიგებში (1936-1937, 1981-1982, 1984-1986, 1988-1989) გამოდიოდა. საქართველოს უმაღლეს ლიგაში ლოკომოტივს დებიუტი 1997 წელს ჰქონდა. გუნდი არის საქართველოს თასის სამგზის მფლობელი 2000, 2002 და 2005 წლებში. პირველობის ვერცხლის მედალოსანი 2001 და 2002 წლებში და 1999 წლის პრიზიორი.

 

 

მწვრთნელი და ლოკომოტივი

2016 წლის ოქტომბრიდან თბილისის ლოკომოტივს ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- გიორგი დევდარიანი ხელმძღვანელობს. მისმა გუნდმა გასული პირველობის თეთრი ჯგუფი ჩატარებული 12 მატჩიდან დაგროვებული 15 ქულით, მეხუთე ადგილზე დაასრულა.

 

 

დინამომდე

ლოკომოტივმა ეროვნული ლიგისთვის სამზადისი თურქულ სიდეში გაიარა. გუნდმა რამდენიმე ამხანაგური მატჩიც ჩაატარა. ლოკომოტივმა 2:0 აჯობა დანიურ ჰელისინგორს, 2:1 მოუგო უკრაინულ დნიპროს, მარცხი ყაზახურ ქაისართან 3:4, გამარჯვება პოლონურ კატოვიცესთამ 2:1 და გამარჯვება მინსკის დინამოსთან 1:0. ეროვნული ლიგის პირველ ტურში ლოკომოტივმა ბათუმის დინამოს 2:1 აჯობა.

 

 

ლოკომოტივი VS დინამო

დინამო და ლოკომოტივი ტრადიციული მეტოქეები გახლავთ, რაზეც მათ მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკაც მეტყველებს. უმაღლეს ლიგაში ეს გუნდები ერთმანეთს 43- ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან 25- ჯერ წარმატება დინამოელებს დარჩათ, 12 მატჩი ყაიმით დასრულდა და 6 შეხვედრა ლოკომოტივმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 64/23 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ სამჯერ დაამარცხა მეტოქე. 1997 წლის 30 აპრილს, ამ გუნდების სადებიუტო შეხვედრაში ლურჯ- თეთრებმა 4:0 აჯობეს თეთრ-წითლებს. დავით მუჯირმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა. მეორედ დინამომ 4:0 1999 წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა. მიხეილ აშვეთიას დუბლს, თითო გოლი კლიმენტი წიტაიშვილმა და რობერტ ზირაქიშვილმა მიამატეს. 2015 წლის 21 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩში დინამომ 4:1 მოიგო. თბილისურ დერბში დინამოელთაგან თავის გამოჩენა გიორგი თევზაძემ, მათე ცინცაძემ, ჯაბა ჯიღაურმა და ზაზა ჭელიძემ მოახერხეს. დიდი ანგარიშით დინამო ერთხელ, 2000 წლის 23 სექტემბერს დამარცხდა. ლოკომოტივმა 3:0 მოიგო. ყველაზე მეტი გოლი ამ გუნდების დაპირისპირებაში 2008 წლის 10 მაისს გავიდა. ჩვენმა გუნდმა პირველობის ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონის სტატუსით 6:5 მოუგო ლოკომოტივს. მათე ვაწაძემ და მიხეილ ხუციშვილმა დუბლი შეასრულეს. თავის გამოჩენა ასევე ჯორჯ აკირემმა და ლევან ხმალაძემ მოახერხეს. ყველაზე პოპულარული ანგარიში გუნდების დუელში გახლავთ 1:0, რომელიც 13- ჯერ დაფიქსირდა. 12 ნათამაშები ყაიმიდან კი 11 უგოლოდ დასრულდა. მათე ვაწაძეს დინამოელთაგან ყველაზე მეტი- 6 გოლი აქვს გატანილი ლოკომოტივის კარში.

ჩემპიონატში ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 2016 წლის 18 ნოემბერს შედგა და დინამო არენაზე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მესამედ აჯობა ლოკომოტივს 4:0. გოლები გიორგი პაპუნაშვილმა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა, ბექა მიქელთაძემ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს ლოკოს კარში.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას ორივე გუნდი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გარეშე ხვდება.

 

 

ლოკომოტივი - დინამო | მსაჯი

შეხვედრას ლოკომოტივის წინააღმდეგ- ლაშა სილაგავა განსჯის. მას ასისტენტობას ლ. ვარამიშვილი და ს. სპიცინი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები გ. ყრუაშვილი და შ. ქუხილავა იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ა. ნონიკაშვილი შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა, 5 მარტს ეროვნულ ლიგაში გამართული საბურთალო 1:0 ტორპედო გახლავთ. სილაგავამ მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ხუთი ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ლაშა სილაგავამ ბოლოს 2016 წლის 26 ნოემბერს, ქართული დერბი იმსაჯა. ტორპედოს წინააღმდეგ 1:0 მოგებულ შეხვედრაში, მატჩის მთავარმა არბიტრმა სამი ყვითელი ბარათი გამოიყენა.

ლაშა სილაგავა

დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი
===========================================
ეროვნული ლიგა - 191 თამაში / 668 ყვითელი / 29 წითელი / 32 პენალტი

ეროვნული ლიგა 2 - 18 თამაში / 60 ყვითელი / 1 წითელი / 6 პენალტი

საქართველოს თასი - 31 თამაში / 85 ყვითელი / 3 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს სუპერთასი - 2 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა. ახალგაზრდული ლიგა – 5 თამაში / 25 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 6 თამაში / 39 ყვითელი / 4 წითელი / 2 პენალტი

უეფა. ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 6 თამაში / 30 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

 საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 2 მატჩი / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

მალტის ჩემპიონატი – 2 თამაში / 11 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

 

 

 

 

 

ლოკომოტივის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ლოკომოტივის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

თევდორაძე - რეხვიაშვილი, გაბაძე, ჭანტურია, ღონღაძე - დიასამიძე, კიკნაძე,  უბილავა, კომახიძე, ქავთარაძე - სიხარულიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024