• Geo
  • Eng
14.03.2017
19 წლამდელებმა სეზონი გამარჯვებით გახსნეს

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე დღეს 19 წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში დინამო თბილისმა საფეხბურთო კლუბ გაგრას უმასპინძლა. მატჩი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 6:0 დასრულდა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა თავიდანვე მოიპოვა სათამაშო უპირატესობა, თუმცა 37- ე წუთამდე გოლის გატანა ვერ მოახერხა. ანგარიში დარცმელიამ გახსნა. მატჩის მეორე ნახევარში თბილისელებმა კიდევ ხუთჯერ აიღეს გაგრელთა კარი. თავის გამოჩენა ორჯერ ქავთარაძემ მოახერხა, დანარჩენი გოლები კვარახელიამ, ერგემლიძემ და დავითაშვილმა გაიტანეს. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 18 მარტს საჩხერეში ადგილობრივ ჩიხურასთან ჩაატარებენ.

U19 დინამო 6:0 გაგრა

U19 დინამო: ბულისკერია, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ბ. ხარშილაძე, ხარაბაძე, დარცმელია, გ. ხარშილაძე, ბაბუნაძე, ქავთარაძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია

შეცვლაზე შევიდნენ: ერგემლიძე, დავითაშვილი, ძოწენიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024