ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამომ სამტრედიას 3:2 მოუგო, თბილისელთა თავკაცმა კახი კაჭარავამ ჟურნალისტებთან ჩატარებული მატჩი შეაფასა.
კახი კაჭარავა: კარგი თამაში გამოვიდა. გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში დიდი უპირატესობა გვქონდა, მეორე ტაიმში კი ჩვენი დაშვებული შეცდომით დასანანი გოლი მივიღეთ და მეტოქეს შანსიც მივეცით. ამის შემდეგ გასატანი ვერ გავიტანეთ და ფეხბურთის დაუწერელი კანონიც ამოქმედდა, ცოტახანში სამტრედიამ გაათანაბრა. ვფიქრობ ვიმსახურებდით გამარჯვებას და საბოლოოდ მოვიპოვეთ კიდეც. საგოლე ეპიზოდების რეალიზებაზე კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და საერთოდ, გუნდი ზრდის პროცესშია. გამოცდილებაც დროთა განმავლობაში მოვა. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს დღევანდელი თამაშისთვის.