• Geo
  • Eng
10.04.2017
დინამო U13 ბულგარეთში გაემგზავრა

დღეს დინამო თბილისის 13 წლამდელთა გუნდი ვახტანგ იაგორაშვილის ხელმძღვანელობით ბულგარეთში გაემგზავრა. დინამოელები საერთაშორისო ტურნირში Harmony League მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი გუნდი 12- დან 16 აპრილის ჩათვლით პოლონურ კრაკოვიას, სერბულ ცრვენა ზვეზდას, ბულგარულ ბეროეს, განის ზეინ იუნაიტედს და რუმინულ დინამოს დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი თბილისელებს 12 აპრილს დინამო ბუქარესტთან ექნებათ. დინამოელები ბულგარეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრნენ: პაპუნა ბერუაშვილი, ლუკა ჯოჯუა, საბა გეგიაძე, ლევან კობახიძე, ლუკა არჩაია, თორნიკე მოლაშვილი, დავით ქართველიშვილი, ჯადული იობაშვილი, ომარ თოდუა, გიორგი ბაბლუანი, ლუკა ნიკოლაიშვილი, ნიკოლოზ მელქაძე, გიორგი აღდგომელაშვილი, მუხრან ბაგრატიონი, საბა თათულაშვილი, ლუკა ლაცაბიძე, ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი და ალექსანდრე გაფრინდაშვილი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024