• Geo
  • Eng
11.04.2017
19 წლამდელების მორიგი გამარჯვება დიდი ანგარიშით

დინამო თბილისის 19 წლამდელთა გუნდმა დღეს მეექვსე ტურის შეხვედრა გამართა და მცხეთაში ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდა. დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს თამაში და შეიძლება ითქვას, რომ პირველ ოც წუთში ფაქტიურად გადაწყვიტეს პაექრობის გამარჯვებულის ბედიც. ხსენებულ პერიოდში დინამოელებმა სამი გოლი გაიტანეს მასპინძელთა კარში. კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, მესამე გოლი კი ქავთარაძემ გაიტანა. მეორე ტაიმში დინამოელებმა კიდევ ორჯერ აიღეს ვიტ ჯორჯიას კარი. ზუსტი თამაშით დავითაშვილი და ერგემლიძე გამოირჩა. აღსანიშნავია, რომ ექვსი ჩატარებული მატჩიდან ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა ხუთში დიდი ანგარიშით იმარჯვეს. მომდევნო შეხვედრას ჩვენი 19 წლამდელები 15 აპრილს, ბოლნისის სიონთან გამართავენ.

 

U19 ვიტ ჯორჯია  0:5  დინამო თბილისი

U19 ვიტ ჯორჯია: ტაბეშაძე, მამალაძე, ამაშუკელი, მენაბდიშვილი, მეტრეველი, ნაჭყებია, ზარიძე, თიგიშვილი, ჯამარაული (მელიქიდისი 61), მუსელიანი, თაგვაშვილი (ბუზარიაშვილი 65)

U19 დინამო: ბულისკერია, ვირუბოვი, ქაფიანიძე (ჯანგიძე 67), ძოწენიძე, უგრეხელიძე, დარცმელია, კვარაცხელია (სილაგაძე 46), კიტეიშვილი, ქავთარაძე (კაკულია 67), დავითაშვილი, ერგემლიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024