• Geo
  • Eng
21.03.2017
7 დინამოელი 18 წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 18 წლამდელთა ეროვნული ნაკრები 23-26 მარტს შეიკრიბება. ვასილ მაისურაძის გუნდი შემოდგომაზე ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის იწყებს მზადებას და მწვრთნელი ნაკრებისთვის კანდიდატებს არჩევს. ბასაზე დაგეგმილი შეკრებისთვის ვასილ მაისურაძემ დინამო თბილისიდან 7 ფეხბურთელი მიიწვია. გიორგი მამარდაშვილი, დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ბექა ხარშილაძე, პაატა კიტეიშვილი, მიხეილ ერგემლიძე დაბექა დარცმელია სხვა კანდიდატებთან ერთად მოემზადებიან და 26 მარტს ამხანაგურად გაგრასაც გაეჯიბრებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024