• Geo
  • Eng
19.03.2017
დინამოელები 19 წლამდელთა ნაკრებში

25 და 27 მარტს საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ახალგაზრდა ჯვაროსნები ორივე შემთხვევაში რუსეთის 19 წლამდელთა ნაკრებს გაეჯიბრებიან, მატჩები კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16.00 საათზე დაიწყება. გიორგი ყიფიანმა რუსეთის წინააღმდეგ შერჩეულ კრებულში 6 დინამოელი გამოიძახა. გიორგი მამარდაშვილი, დავით კობოური, ლუკა ქაფიანიძე, ნიკა ნინუა, გიორგი კუცია და ბექა ქავთარაძე სხვებთან ერთად მოემზადებიან აღნიშნული მატჩებისთვის.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024