• Geo
  • Eng
19.03.2017
19 წლამდელებმა ჩიხურაც დიდი ანგარიშით დაამარცხეს

მეორე ტურის შეხვედრა ჩაატარა დინამო თბილისის 19 წლამდელთა გუნდმა. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდები საჩხერეში ადგილობრივ ჩიხურას დაუპირისპირდნენ და დიდი სათამაშო უპირატესობა მასპინძელთა კარში გატანილ შვიდ გოლში ასახეს. თბილისელებმა პირველ ტურში ასევე დიდი ანგარიშით 6:0 დაჯაბნეს გაგრა. ჩიხურასთან ქავთარაძემ პოკერი შეასრულა. ორი გოლი საჩხერლებს ხარაბაძემ გაუტანა, ხოლო კიდევ ერთი ზუსტი დარტყმა ბაბუნაძის ანგარიშზეა. საბოლოოდ დინამომ 7:1 იმარჯვა. მომდევნო შეხვედრას ახალგაზრდა თბილისელები 30 მარტს საბურთალოს წინააღმდეგ გამართავენ. მანამდე 19 წლამდელთა ეროვნული ნაკრები რუსეთს ორჯერ გაეჯიბრება, დინამოდან კი ამ მატჩებისთვის 6 ფეხბურთელია გამოძახებული.

U19 ჩიხურა 1:7 დინამო

U19 დინამო: მამარდაშვილი, კიკალიშვილი (ვირუბოვი 58), ქაფიანიძე, ბ. ხარშილაძე, გაბიტაშვილი, დარცმელია, კვარაცხელია (კაკულია 58), ბაბუნაძე, ქავთარაძე, კიტეიშვილი (უგრეხელიძე 46), ხარაბაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024