დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მესამე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ გორის დილა მიიღო. პირველი სახიფათო შეტევა სტუმრებმა განახორციელეს. მე- 9 წუთზე რიბეირუმ ჩააწოდა საჯარიმოში, ბურთს ვერავინ შეწვდა. საპასუხოდ გიორგი პაპუნაშვილი გადიოდა მეკარესთან პირისპირ, თუმცა მეტოქე მცველი უშლიდა ხელს და მის დარტყმულს სიძლიერე დააკლდა. ამას მიჯრით ორი კუთხური მოჰყვა დილას კართან. საბოლოოდ დინამოელთა შეტევებმა შედეგი მე- 19 წუთზე გამოიღო. ბაქარ ქარდავამ ითამაშა მოედნის ცენტრში კარგად, ცრუ მოძრაობით სისწრაფეში რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და კარის გასწრვივ ჩააწოდა. გიორგი პაპუნაშვილმა გაატარა ბურთი და ზუსტი დარტყმა თავის ანგარიშზე ბაჩანა არაბულმა ჩაიწერა. სამ წუთში თენგიზ წიქარიძემ ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. თამაშის დაწყებიდან ნახევარი საათი იყო გასული, როცა ოთარ კიტეიშვილის მწვავე ჩაწოდებას ძლიერი დარტყმით გიორგი ჩაკვეტაძე აგვირგვინებდა, თუმცა ბოლო მომენტში მიხეილ მუჯრიშვილმა საშური რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მეორე ტაიმი მასპინძელთა ლამაზი შეტევით განახლდა. მოედნის ცენტრიდან გიორგი ჩაკვეტაძემ ტექნიკური პასით ბაჩანა არაბული მოძებნა. ბაჩანა თავის მხრივ მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებას შეეცადა, საბოლოოდ ბურთი ზევიდან დაეცა დილას კარის ბადეს. ათი წუთის შემდეგ ისევ არაბული აქტიურობდა. მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა და ბურთი გარედან მოხვდა კარს. გამოიკვეთა დინამოელთა სათამაშო უპირატესობა. თბილისელებმა კიდევ ერთი რეალური მომენტი ვერ გამოიყენეს. გია ჩადუნელის გადაცემას გიორგი გველესინმა ვერ მიუსწრო, არადა სახიფათო მომენტი სტუმართა კარიდან ერთ მეტრში შეიქმნა. საპასუხოდ დილას საჯარიმოს მოჰყვა დინამოს კართან სიტუაცის გამწვავება. ალექსანდრე კვახაძის თავით დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 72- ე წუთზე გია ჩადუნელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ნაადრევად დატოვა მოედანი. ამ ჩაწოდებულ ჯარიმას კი კირკიტაძე შეწვდა და დინამოს მეორე გოლი გაუტანა. მატჩის 84- ე წუთზე მოედანზე გიორგი პაპუნაშვილის ნაცვლად, რომელმაც დინამოს ფორმით 50- ე შეხვედრა ჩაატარა, მიხეილ ერგემლიძე შემოვიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს პირველი ოფიციალური თამაში იყო დინამოს მაისურით. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს ოთარ კიტეიშვილმა ხელით თამაშის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მომავალ შეხვედრას, რომელიც 2 აპრილს სამტრედიაში ჩატარდება, ისიც გამოტოვებს. საბოლოოდ მატჩი გორელთა გამარჯვებით დასრულდა.
დინამო 1:2 დილა
გოლი: 1:0 არაბული 19’ 1:1 წიქარიძე 22’ 1:2 კირკიტაძე 74’
გაფრთხილება: კირკიტაძე 40’ რიბეირუ 42’ ჩადუნელი 45’ 72’ კიტეიშვილი 82’ 91’
გაძევება: ჩადუნელი 72’ კიტეიშვილი 91’
დინამო: ლიტოვჩენკო, ჩადუნელი, თოთაძე, სალუქვაძე, გველესიანი, ქარდავა, ზარია (მიქელთაძე 79), ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი (ერგემლიძე 84), არაბული
დილა: მუჯრიშვილი, მაჩაიძე, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ეტოუ, პაპავა (რაზმაძე 77), ძარია, წიქარიძე (რაზმაძე 83), კირკიტაძე, ლეონარდუ (ნონიკაშვილი 63), რიბეირუ
მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი