19 წლამდე დინამოელებმა საქართველოს პირველობაზე მეცამეტე ტურის შეხვედრა ჩაატარეს და მეთორმეტე გამარჯვება მოიპოვეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა საბურთალოს უმასპინძლა და საინტერესო შეხვედრაში 3:1 დაამარცხა მეტოქე. სტუმართა კარში გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, პაატა კიტეიშვილმა და ლუკა სილაგაძემ გაიტანეს. თბილისელები სატურნირო ცხრილს 64/7 ბურთების ბალანსით ლიდერობენ (12 მოგება და 1 ფრე). დინამოს 19 წლამდელები მომდევნო ტურში, 31 მაისს მეორეადგილოსან ლოკომოტივს დაუპირისპირდებიან.
U19 დინამო 3:1 საბურთალო
U19 დინამო: ბულისკერია, კიკალიშვილი, ბ. ხარშილაძე, ქაფიანიძე (ბასარია 36), ხარაბაძე, დარცმელია, გ. ხარშილაძე (კვარაცხელია 46), დავითაშვილი, ბაბუნაძე, კიტეიშვილი (უგრეხელიძე 78), სილაგაძე