მეორე დღეა დინამოში სინჯებს გადის და ვარჯიშობს 24 წლის ნიგერიელი მარცხენა მცველი- მოჰამედ ალიუ. იგი ბოლოს მოლდოვურ საქსანში ასპარეზობდა, სადაც ორი სეზონი დაჰყო. მანამდე ხორვატიული პომორაჩსა და უკრაინულ ტავრიაში გამოდიოდა. მოჰამედს 2009 წელს მსოფლიო თასზე 17 წლამდე ნიგერიასთან ერთად ვერცხლის მედლები აქვს მოპოვებული. ალიუ განაგრძობს ვარჯიშს ჩვენს კლუბში, მას მწვრთნელები დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.