საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ისლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ანგარიში ნაკრების კაპიტანმა და ჩვენი გუნდის შემტევმა- ოთარ კიტეიშვილმა მე- 7 წუთზე გახსნა. მეტოქემ ეინარსონის ზუსტი დარტყმით მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 67- ე და 88- ე წუთებზე რომან ჭანტურიამ დუბლი შეასრულა და საფინალო ანგარიშიც დააფიქსირა. პირველი გოლი ჭანტურიამ ოთარ კიტეიშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის გათამაშებული კომბინაციის შედეგად გაიტანა. ჩვენი გუნდიდან ძირითად შემადგენლობაში კიტეიშვილის გარდა ბექა მიქელთაძემ ითამაშა. შეცვლაზე კი ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური და გიორგი ჩაკვეტაძე შევიდნენ. კიდევ ერთ მატჩს ისლანდიის წინააღმდეგ გია გეგუჩაძის გუნდი 25 მარტს ჩაატარებს. შეხვედრა იმავე სტადიონზე 14.00 საათზე დაიწყება.