• Geo
  • Eng
31.05.2017
სამი დინამოელი ახალგაზრდულ ნაკრებში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 8 და 12 ივნისს ამხანაგურ მატჩებს გამართავს. 21 წლამდელთა პირველი მეტოქე ბულგარეთი გახლავთ, ხოლო მეორე მონტენეგრო. გია გეგუჩაძემ აღნიშნული შეხვედრებისთვის მოსამზადებლად დინამო თბილისიდან სამ ფეხბურთელს უხმო. 3 ივნისს შეკრებაზე ჩვენი გუნდის მარცხენა მცველი- გიორგი თევზაძე და შემტევები- ცოტნე მესხი და ბექა მიქელთაძე გამოცხადდებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024