სპორტულმა გამოცემა ლელომ, ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურის სიმბოლურ გუნდში დინამო თბილისიდან 3 ფეხბურთელი, მარცხენა მცველი - გიორგი თევზაძე (2), და შემტევები - ბექა მიქელთაძე (3) და საბა ლობჟანიძე (3) შეიყვანა. დინამო ბათუმთან 4:0 მოგებულ შეხვედრაში ლობჟანიძემ დუბლი შეასრულა, მიქელთაძემ გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, თევზაძემ კი პირველ გოლზე გააკეთა ზუსტი გადაცემა.