• Geo
  • Eng
29.03.2017
17 წლამდე დინამოელებმა საბურთალო დიდი ანგარიშით დაამარცხეს

ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე 17 წლამდელთა პირველობის მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა საბურთალო მიიღო და დიდი ანგარიშით 7:2 აჯობა მეტოქეს. მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა, საწყის 15 წუთში 2 ბურთით დაწინაურდნენ, ხოლო შეხვედრის პირველი ნახევარი 5:1 მოიგეს და პრაქტიკულად გამარჯვებულის ვინაობაც გადაწყვიტეს. მეორე ტაიმში დინამომ ერთის წილ კიდევ ორი გოლი გაუტანა საბურთალოს და 7:2 იმარჯვა. პაექრობაში დუბლი იაკობიძემ და გულდედავამ შეასრულეს. თითო ზუსტი დარტყმა აზაროვის, ჭავჭანიძის და მექვაბიშვილის ანგარიშზეა. მომდევნო შეხვედრას ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი 9 აპრილს ცხინვალის წინააღმდეგ გამართავს.

 

 

U17 დინამო 7:2 საბურთალო

U17 დინამო: კუტალაძე, გაბელაია, ბასარია, ჭავჭანიძე, ჯანგიძე, მექვაბიშვილი, ჩარკვიანი, გულდედავა, აზაროვი, მოისწრაფიშვილი, იაკობიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ჯანგველაძე, წაქაძე, მემარნე, ლომთაძე, მელიქიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024