• Geo
  • Eng
28.03.2017
ეროვნულმა ნაკრებმა დიდი ანგარიშით იმარჯვა

დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენამ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას უმასპინძლა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მეტოქეობა ლატვიის ეროვნულმა ნაკრებმა გაუწია. ჯვაროსნებმა მეტოქეს დიდი უპირატესობით აჯობეს და ხუთი უპასუხო გოლიც გაუტანეს. დუბლი ჯანო ანანიძემ და გიორგი ქვილითაიამ შეასრულეს, ბოლო გოლი კი გიორგი არაბიძის ანგარიშზეა. შეხვედრის 36- ე წუთზე ვლადიმერ ვაისმა მოედანზე ჩვენი გუნდის შემტევი ნახევარმცველი- ოთარ კიტეიშვილი შეუშვა. ჯვაროსნები მომდევნო მატჩს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 11 ივნისს, სტუმრად მოლდოვასთან ჩაატარებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024