• Geo
  • Eng
27.01.2017
დინამოს სანაკრებო ოთხეულიც შეუერთდა

დღეს დინამოელებმა აღდგენითი ვარჯიში ჩაატარეს. ვიაჩესლავ გროზნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ ნაკლებად დატვირთა ფეხბურთელები. გუნდს კი ნაკრებში მყოფი ოთხი ფეხბურთელი შეუერთდა. გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე და ბაჩანა არაბული სანაკრებო მატჩების შემდეგ, დუბაიდან ანტალიაში გამოემგზავრნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024