თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მესამედ გაიმართა ტრადიციული ტურნირი - მომავლის თასი-2017 ივიკო. გათამაშებაში 2005 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას (სულ 11). დინამოელები ტურნირზე ორი გუნდით წარდგნენ. დინამოს აკადემია კახა გოგოლაძის ხელმძღვანელობით და დინამოს სკოლის გუნდი ალექსანდრე კაიდარაშვილის ხელმძღვანელობით. საბოლოოდ ორივე გუნდი ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც აკადემიამ 6:0 იმარჯვა და მომავლის თასს დაეუფლა. ფინალამდე აკადემიის გუნდმა საბურთალო ბენდელას 3:0 მოუგო, იმავე ანგარიშით აჯობა რუსთავს, 5:0 მოუგო საბურთალო სკოლა 2- ს, მეოთხედფინალში 2:0 აჯობა საბურთალოს სკოლა 1- ს, ნახევარფინალში გოგოლაძის შეგირდებმა საბურთალო ბენდელა პენალტების სერიაში 6:5 დაამარცხეს. დინამო სკოლის გუნდი ფინალამდე 0:3 დამარცხდა დინამო ბათუმთან, შემდეგ 2:0 იმარჯვა საბურთალოს სკოლა 1- თან, მეოთხედფინალში საბურთალოს სკოლა 2- ს მოუგეს 2:0 და ნახევარფინალში კაიდარაშვილის გუნდმა ბათუმის დინამოს მატჩისშემდგომი პენალტებით 5:3 აჯობა.
ასევე გაიმართა ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის მეათე საერთაშორისო ფესტივალი 2006-2007-2008 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდებს შორის. დინამოს აკადემიის გუნდებმა სამივე გათამაშების ფინალში იასპარეზეს და სამივე შემთხვევაში საბურთალოს დაუპირისპირდნენ. 2006 წლიანებმა ფინალამდე აზერბაიჯანის გაბალას მოუგეს 3:1, თელავს მოუგეს 8:0 და საბურთალო ბენდელა 8:2 დაჯაბნეს. ფინალში რევაზ გვარაკიძის გუნდი 1:3 დამარცხდა. 2007 წლიანებმა ზურა ელიავას ხელმძღვანელობით ფესტივალი ოლიმპთან 11:0 გამარჯვებით გახსნეს. შემდეგ დილას მოუგეს 7:0 და საბურთალო ბენდელას აჯობეს 4:1. ფინალში დინამოელებმა საბურთალოსთან 2:1 იმარჯვეს. 2008 წელს დაბადებულებმა ჯერ საბურთალო ბენდელას მოუგეს 9:0, შემდეგ ივერიას 5:1 და ლოკომოტივი დაჯაბნეს 7:0. შალვა კვარაცხელიას გუნდმა ფინალში საბურთალოსთან 1:0 იმარჯვა.