19 წლამდე დინამოელებმა საქართველოს პირველობაზე მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა ჩაატარეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ლოკომოტივს დაუპირისპირდა და საკმაოდ თვალსასეირო შეხვედრაში 3:4 დამარცხდა. ლოკომოტივის კარში გოლები ერგემლიძემ, ბაბუნაძემ და სილაგაძემ გაიტანეს. დინამოელები სატურნირო ცხრილში 67/10 ბურთების ბალანსით მეორე ადგილზე იმყოფებიან და პირველადგილოსან ლოკომოტივს ერთი ქულით ჩამორჩებიან. დინამოს 19 წლამდელებს ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული და ამ გამოტოვებულ შეხვედრას 16 ივნისს მესამეადგილოსან ცხინვალთან ჩაატარებენ.
U19 ლოკომოტივი 4:3 დინამო
U19 დინამო: ბულისკერია, კიკალიშვილი, ბ. ხარშილაძე, ძოწენიძე, ხარაბაძე, დარცმელია, კვარაცხელია (გ. ხარშილაძე 64), დავითაშვილი (უგრეხელიძე 80), ერგემლიძე, კიტეიშვილი (ბაბუნაძე 37), სილაგაძე