• Geo
  • Eng
03.02.2017
ჩვენი მეტოქე - ჩერნომორეცი

პირველი შეკრება თურქეთში დასასრულს უახლოვდება. დინამოელები 4 იანვარს რიგით მეოთხე სპარინგ შეხვედრას ჩაატარებენ, 5 თებერვალს კი დედაქალაქური გუნდი სამშობლოში გამოემგზავრება. ზამთრის პირველ შეკრებაზე ჩვენი ბოლო მოტოქე ოდესის ჩერნომორეცი იქნება, რომელიც რამდენიმე დღეა რაც თურქეთშია და იაგელონიასთან თამაშიც მოასწრო, რომელიც 0:2 დათმო.

ჩერნომორეცი 1936 წელს დაარსდა და თავის საშინაო მატჩებს 35 000 მაყურებელზე გათვლილ ჩერნომორეცზე ატარებს. სხვა და სხვა დროს გუნდი დინამოს, პიშევიკის, სპარტაკის და მეტალურგის სახელებს ატარებდა. ჩერნომორეცი კი ოდესურ გუნდს 1958 წლიდან დაერქვა. გუნდის ფერები შავ, ლურჯ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. 1974 წელს ჩერნომორეცმა სსრკ- ს ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. უკრაინის ჩემპიონატში კი 1994/1995 და 1995/1996 წლებში ვერცხლის მედლებს დაეუფლა. გუნდმა სამჯერ - 1992/1993, 1993/1994 და 2005/2006 წლებში მოიპოვა მესამე ადგილი. უკრაინის თასი ჩერნომორეცმა ორჯერ 1992 და 1993/1994 სეზონში აღმართა. ხოლო ქვეყნის სუპერთასი მეზღვაურებმა 2013 წელს მოიგეს. გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი ვლაიმერ პლოსკინას აქვს ჩატარებული (473). ხოლო კლუბის ყველა დროის ბომბარდირი კი ტიმერლან ჰუსეინოვია, რომელმაც 87- ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ოდესელთა გუნდის ღირსებას დინამო თბილისის ყოფილი ფეხბურთელი - დავით ხოჭოლავა იცავს. გუნდის მთავარი მწვრთნელი კი ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი - ალექსანდრ ბაბიჩია, რომელიც 2014 წლიდან მუშაობს ამ პოსტზე.

შეხვედრა ლარაში თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024