• Geo
  • Eng
04.06.2017
ჭაბუკთა ლიგის პირველი ეტაპი დინამოელებმა გამარჯვებით დაასრულეს

ჭაბუკთა ლიგაში დასრულდა გათამაშების ერთი ეტაპი. დინამოს აკადემიის გუნდებმა რუსთავს უმასპინძლეს და ორივე შემთხვევაში იმარჯვეს. 15 და 17 წლამდელთა გათამაშების ჯგუფში პირველი ადგილები დინამოელებმა დაიკავეს და ორივე გუნდი ოქროს ლიგაში ა, ბ და ჯგუფებში მოწინავე ადგილებზე გასული გუნდებთან ერთად გააგრძელებენ საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

 

ვასილ გეგუჩაძის შეგირდებმა ბოლო ტურში რუსთავს ერთის წილ ხუთი გოლი გაუტანეს. იაკობიძემ და ჩარკვიანმა დუბლი შეასრულეს, ერთი გოლიც მოისწრაფიშვილის ანგარიშზეა. დინამოელებმა 12 მატჩიდან 26 ქულა მოიპოვეს, ხოლო გაშვებული 15 გოლის სანაცვლოდ 43 გაიტანეს და სატურნირო ცხრილი პირველ ადგილზე დაასრულეს.

U17 დინამო 5:1 რუსთავი

U17 დინამო: ხარშილაძე, გაბელაია, გულხადარაშვილი, გაბედავა, წაქაძე, ლომთაძე, მაღალდაძე, გულდედავა, ფარულავა, ჩარკვიანი, იაკობიძე

შეცვლაზე შევიდნენ: მელიქიშვილი, გაბიტაშვილი, მემარნე, მოისწრაფიშვილი, ჯანგველაძე

 

არასაფეხბურთო ანგარიშით 10:1 იმარჯვა რუსთავთან დინამოს 15 წლამდელთა გუნდმა, რომელსაც 12 ჩატარებული მატჩიდან 1 ფრის გარდა 11 მოგება დაუგროვდა. გოლები რუსთაველთა კარში კონიაშვილმა (3), მორჩილაძემ, ფირცხალაიშვილმა, ქოჩაკიძემ, ბოჭორიშვილმა, შაშიაშვილმა, მაისურაძემ და ჯინჯოლავამ გაიტანეს. სულიკო დავითაშვილის შეგირდებმა გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 60/4 და სატურნირო პირველი ადგილით დაასრულეს პირველი ეტაპი.

U15 დინამო 10:1 რუსთავი

U15 დინამო: ლურსმანაშვილი, მაისურაძე, იაკობიძე, ერაძე, ხორავა, ოსეყმაშვილი, მორჩილაძე, ზურაბიანი, ჯინჯოლავა, ბექაური, კონიაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: შაშიაშვილი, ტალახაძე, ფირცხალაიშვილი, გოდერძიშვილი, ქოჩაკიძე, ბოჭორიშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024