• Geo
  • Eng
03.04.2017
19 წლამდელთა თბილისური დერბი ფრედ დასრულდა

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიის მოედანზე 19 წლამდელთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ჯგუფის ლიდერებმა დინამომ და ლოკომოტივმა ჩაატარეს. დედაქალაქური გუნდები სატურნირო ცხრილში ერთნაირი დაგროვილი ქულებით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ, აქედან გამომდინარე თბილისური დერბი საკმაოდ საინტერესოდ, დაძაბულად და სანახაობრივად წარიმართა. ანგარიში სტუმრებმა მატჩის მე- 13 წუთზე ოზბეთელაშვილის გოლით გახსნეს, რასაც 15 წუთში ზუსტი დარტყმით ერგემლიძემ უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. ერგემლიძემ შეხვედრაში დუბლი 58- ე წუთზე შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა, თუმცა საბოლოო ანგარიში 85- ე წუთზე წულეისკირმა დააფიქსირა და თბილისური დერბი ფრედ 2:2 დასრულდა. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 7 აპრილს რუსთავის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

U19 დინამო 2:2 ლოკომოტივი

U19 დინამო: ბულისკერია, კიკალიშვილი, ხარშილაძე, ქაფიანიძე, უგრეხელიძე, დარცმელია, კვარაცხელია, დავითაშვილი, ქავთარაძე (ბაბუნაძე 76), კიტეიშვილი (მექვაბიშვილი 71), ერგემლიძე (სილაგაძე 81)

U19 ლოკომოტივი: გურგენიძე, ჯაფარიძე, ანდრონიკაშვილი, ფიფია, ნიკოლეიშვილი (ცერცვაძე 38), ძებნიაური, ობოლაძე, მუზაშვილი, ქიმერიძე (შეწირული 38), წულეისკირი, ოზბეთელაშვილი (გრძელიძე 61)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024