დინამო თბილისის 16 წლამდელთა გუნდი ლევან გვანცელაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას ჟიული შარტავას თასის გათამაშებაში იღებს, რომელიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით იმართება. დინამოელებმა პირველი ტურის მატჩი ჩაატარეს და ნორჩ დინამოს (2000) 7:2 აჯობეს. გოლები ლომიძემ, გულისაშვილმა, ბოგვერაძემ (ორ-ორი) და ქომეთიანმა გაიტანეს. მომდევნო შეხვედრას დინამო 8 აპრილს ამირანის წინააღმდეგ ჩაატარებს.
U16 დინამო 7:2 ნორჩი დინამო 2000
U16 დინამო: მიქაია, თუდები, გოგატაშვილი, დიდებაშვილი, ისმაილი, ყენია, ქომეთიანი, შუკვანი, ლომიძე, ქველაძე, გულისაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: გოდერძიშვილი, კალანდაძე, გოგოხია, ბოგვერაძე, ქინქლაძე