• Geo
  • Eng
08.02.2017
დინამო მეორე შეკრებაზე 11 თებერვალს გაემგზავრება

11 თებერვალს დინამო თბილისი ზამთრის მეორე შეკრებას დაიწყებს, რომელიც 1 მარტამდე გასტანს. თბილისელები ამჯერად ბელეკში დაბანაკდებიან. ახალი სეზონისთვის სამზადისის მეორე ეტაპზე დინამოელები კიდევ ოთხ სპარინგ მატჩს ჩაატარებენ. 14 თებერვალს ჩვენი გუნდი ლუცკის ვოლინს შეხვდება, 17 თებერვალს დონეცკის ოლიმპიკთან ვითამაშებთ, 21 თებერვალს დინამოს ბორისოვოს ბატე გაუწევს წინააღმდეგობას, ხოლო 25 თებერვალს დედაქალაქელთა მეტოქე ტულის არსენალი იქნება. შეგახსენებთ, რომ წინა შეკრებაზე დინამო ჟილინას და სილექსს დაუზავდა, შესაბამისად 1:1 და 0:0. თბილისელებმა 4:2 აჯობეს დნიპროს და 1:2 დამარცხდნენ ჩერნომორეცთან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024