დღეს მახაჩკალაში Caspian Cup-2017 ტურნირზე მეორე მატჩი ჩაატარა დინამოს 14 წლამდელთა შემადგენლობამ და მეორე გამარჯვებაც მოიპოვა. თბილისელებს მეტოქეობა მასპინძელმა- ანჟიმ გაუწია. შეხვედრა გუშინდელისგან განსხვავებით უფრო დაძაბულად წარიმართა, თუმცა დინამოელთა სათამაშო უპირატესობა არც ამ შემთხვევაში დამდგარა ეჭვ ქვეშ. ლურჯ-თეთრებმა ანგარიში 21- ე წუთზე გახსნეს, ზუსტად ირაკლი აზაროვმა ითამაშა, რომელმაც მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, გოლი კი მაკრატელათი გაიტანა. მეორე ნახევარში ხვადაგიანმა მეორე გოლი გაუტანა მახაჩკალელებს და დინამო 2:0 დაწინაურდა. შეხვედრას მსაჯმა ხუთი წუთი დაამატა, რა პერიოდშიც ამირალიევმა მოახერხა ერთი გოლის გაქვითვა და საბოლოოდ დინამომ 2:1 იმარჯვა. დინამოელები ხვალ 18.00 საათზე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ვლადიკავკაზის იუნოსტს შეხვდებიან, რომლებმაც თავის მხრივ დღეს ბაქოს ნეფთჩის დაძაბულ პაექრობაში 3:2 მოუგეს. დღევანდელი მოგებით თბილისელებმა ნახევარფინალის საგზური გაინაღდეს, ხვალ კი ჩვენს გუნდს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ფრეც ხელს აძლევს.
U14 ანჟი 1:2 დინამო
გოლი: 0:1 აზაროვი 21’ 0:2 ხვადაგიანი 50’ 1:2 ამირალიევი 60+4’
U14 დინამო: ხარშილაძე, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ქავთარაძე, აზაროვი, სიჭინავა, სიხარულაშვილი, გაგნიძე, ბაბლუანი, აბუაშვილი, ჩხეტიანი
შეცვლაზე შევიდნენ: ქემოკლიძე, მელაძე, კერესელიძე, იობაშვილი, ფაილაძე, ოდიშვილი
სრული მატჩი: