სპორტულმა გამოცემა ლელომ, ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურის სიმბოლურ გუნდში დინამო თბილისიდან ორი ფეხბურთელი, ჩვენი გუნდის ახალგაზრდა შემტევები - გიორგი ჩაკვეტაძე (3) და საბა ლობჟანიძე (4) შეიყვანა. ქობულეთის შუქურასთან 4:1 მოგებულ შეხვედრაში ლობჟანიძემ ზუსტი საჯარიმო დარტყმით გაიტანა, ჩაკვეტაძემ კი მთელი მატჩი საკმაოდ აქტიურად ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა.