• Geo
  • Eng
04.04.2017
5 აპრილი დინამოს ისტორიაში

ოთხშაბათს 5 აპრილს, დინამო თბილისი ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენი გუნდი საჩხერის ჩიხურას უმასპინძლებს, მატჩი კი 18.00 საათზე დაიწყება.

5 აპრილს დინამომ თავის ისტორიაში 5 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ხუთივეში იმარჯვა. თბილისელებმა გაიტანეს 10 და გაუშვეს 2 გოლი.

1963 წელს ჩვენმა გუნდმა კუიბიშევის კრილია სოვეტოვი მიიღო და გურამ პეტრიაშვილის გოლით 1:0 დაამარცხა მეტოქე.

1997 წელს დინამომ რუსთავის მეტალურგს გიორგი ანჩაბაძის გოლით 1:0 მოუგეს. 2006 წელს დინამომ თბილისის სპარტაკს გაუტანა სამი უპასუხო გოლი. ზუსტი დარტყმებით სანდრო იაშვილმა, გიორგი მეგრელაძემ და გიორგი შაშიაშვილმა გამოიჩინეს თავი. სამი წლის შემდეგ დედაქალაქურმა გუნდმა რუსთავის ოლიმპი მიიღო და 2:1 იმარჯვა. გოლები გიორგი ნერგაძემ და დონალდ ჯუისმა გაიტანეს. 2011 წელს ცხინვალის სპარტაკთან მატჩში ალექსანდრე კოშკაძემ დუბლი შეასრულა, დიმიტრი ტატანაშვილმა ერთი გოლი გაიტანა და დინამომ 3:1 იმარჯვა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024