14 წლამდე დინამოელებს, რომლებმაც მახაჩკალაში კასპიის თასი მოიპოვეს მშობლიურ აკადემიაში საზეიმო დახვედრა მოუწყეს. შემდეგ კი ახალგაზრდებს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამო თბილისის პრეზიდენტმა- რომან ფიფიამ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა- კახი კაჭარავამ და ფეხბურთელებმა უმასპინძლეს. კლუბის ხელმძღვანელობამ ჭაბუკ ფეხბურთელებს წარმატებული ასპარეზობა მიულოცა და მომავალში წარმატებები უსურვა.