დღეს კასპიის თასზე დინამო თბილისმა ნახევარფინალური მატჩი ითამაშა, რომელშიც ჩვენს გუნდს მეტოქეობას საფეხბურთო კლუბი როსტოვი უწევდა. საინტერესო შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი მატჩის მე- 12 წუთზე გიორგი აბუაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი და ძლიერი დარტყმით გაიტანა. აბუაშვილს მეორე ტაიმშიც შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა ბოლო წამს მის გასროლილს მეტოქე გუნდის მეკარე შეწვდა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ასევე ჩხეტიანს შეეძლო ბოლო წუთებზე გოლის გატანა, მაგრამ დარტყმული ბურთი მცველს გაარტყა. ბორის გონჩაროვის გუნდს მთელი შეხვედრის მანძილზე არ დაუთმია სათამაშო უპირატესობა და მეტოქეს ერთი რეალური საგოლე მომენტიც არ შეუქმნია ხარშილაძის კართან.
ფინალს ხვალ თბილისის დროით 19.00 საათზე ანჟი არენა უმასპინძლებს, დინამოელებს კი ოქროს მედლების მოპოვებაში კრასნოდარი შეეცილება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში მასპინძლები 1:0 დაამარცხა.
U14 დინამო 1:0 როსტოვი
გოლი: 1:0 აბუაშვილი 12’
U14 დინამო: ხარშილაძე, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ქავთარაძე, აზაროვი, სიჭინავა, სიხარულაშვილი, გაგნიძე, ბაბლუანი, აბუაშვილი, ჩხეტიანი
შეცვლაზე შევიდნენ: ქემოკლიძე, ფაილაძე
ფოტო ანჟის სოც.ქსელებიდან