ჯვაროსნებმა მოლდოვაში გამგზავრებამდე თბილისში ბოლო ვარჯიში ჩაატარეს. ნაკრებს ტრავმების გამო ჯანო ანანიძე და ლაშა დვალი გამოაკლდნენ, მანამდე კი იმავე მიზეზით ეროვნულ კრებულს ჩვენი გუნდის კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი დააკლდა. ვლადიმერ ვაისის გადაწყვეტილებით ჯვაროსნებს დინამოს შემტევი საბა ლობჟანიძე შეუერთდა. მოლდოვასთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი 11 ივნისს თბილისის დროით 20.00 საათზე დაიწყება.