• Geo
  • Eng
28.04.2017
30 აპრილი დინამოს ისტორიაში

30 აპრილს, დინამო თბილისი ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში, ქუთაისს ესტუმრება და რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ადგილობრივ ტორპედოს შეხვდება.

30 აპრილს დინამო თბილისს თავის ისტორიაში სულ 5 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. ორი შეხვედრა სსრკ- ს ჩემპიონატში და სამიც საქართველოს პირველობაზე. ორი მოგება სამმა წაგებამ შეცვალა, ხოლო გატანილი და გაშვებული გოლები ბალანსი 8/6 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა.

1983 წელს თბილისელები კიშინიოვში ადგილობრივ ნისტრუსთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. 1988 წელს დინამომ დონეცკის შახტიორი მიიღო და დინამო სტადიონზე ორი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. შედეგიანი თამაშით გია გურული და რამაზ შენგელია გამოირჩნენ.

1994 წელს თბილისელებმა ფოთის კოლხეთი მიიღეს. მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 4:1 დასრულდა. გელა ინალიშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი მიხეილ ყაველაშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა გაუტანეს ფოთელებს. 2005 წელს თბილისში ქართული დერბი გაიმართა, რომელშიც სტუმრებმა 2:1 მოიგეს. ერთადერთი გოლი ლევან სილაგაძის ანგარიშზეა. 2016 წლის 30 აპრილს სამტრედიამ 2:1 მოუგო ვადაზე ადრე გაჩემპიონებულ დინამოს. გოლი სამტრედიის კარში ვახტანგ ჭანტურიამ გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024