ჭაბუკთა ლიგაში 15 წლამდე დინამოელებმა სანაკრებო პაუზის შემდეგ განაახლეს ასპარეზობა. რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ ლიდერი გუნდები ოქროს ლიგაში გადანაწილდნენ და მათ ქულები გაუნულდათ. სულიკო დავითაშვილის გუნდს მეტოქეობას ჩიხურა, ტორპედო, მერანი, დილა, გაგრა, საბურთალო, შუქურა, კოლხეთი და სფფ- ს აკადემია (ზუგდიდი) გაუწევენ. დღეს დინამოელებმა ფოთელებს უმასპინძლეს და არასაფეხბურთო ანგარიშით 12:0 დაამარცხეს მეტოქე. კოლხეთს 4 გოლი მორჩილაძემ გაუტანა, ბექაურმა და ზურაბიანმა ორ-ორჯერ აიღეს მეტოქის კარი, ხოლო თითო გოლი ფოთელებს ერაძემ, იაკობიძემ, გოდერძიშვილმა და კონიაშვილმა გაუტანეს. მომდევნო მატჩს 15 წლამდე დინამოელები 24 ივნისს ქობულეთში, ადგილობრივ შუქურასთან ჩაატარებენ.
19 წლამდელებმა კი ცხინვალთან პირველ წრეში გამოტოვებული მატჩი ჩაატარეს და დაძაბულ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ. გოლი ქაფიანიძის ანგარიშზეა. თბილისელები სატურნირო ცხრილში 37 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან მომდევნო თამაშს კი 20 ივნისს კვლავ ცხინვალტან ავაზას სტადიონზე გამართავენ.
U15 დინამო 12:0 კოლხეთი
U19 დინამო 1:2 ცხინვალი
U15 დინამო: ხარშილაძე, მაისურაძე, იაკობიძე, ერაძე, ხორავა, ოსეყმაშვილი, მორჩილაძე, ჯინჯოლავა, კონიაშვილი, ზურაბიანი, ბექაური
შეცვლაზე შევიდნენ: ლურსმანაშვილი, ტალახაძე, შაშიაშვილი, გოდერძიშვილი, ბოჭორიშვილი, ქოჩაკიძე
U19 დინამო: ბულისკერია, ბასარია, ძოწენიძე, ქაფიანიძე, ხარაბაძე, ბ. ხარშილაძე, გ. ხარშილაძე (მოისწრაფიშვილი 66), ბაბუნაძე, ერგემლიძე, დავითაშვილი, სილაგაძე (უგრეხელიძე 85)