• Geo
  • Eng
16.06.2017
გიორგი პაპუნაშვილი სარაგოსაში ითამაშებს

დღეს საღამოს კლუბებს შორის საბოლოო შეთანხმება მოხდა, რის შედეგადაც გიორგი პაპუნაშვილი კარიერას ესპანური სეგუნდა დივიზიონის რეალ სარაგოსაში გააგრძელებს. სარაგოსას ექვსჯერ აქვს სამეფო თასი მოპოვებული, ხოლო 1994/95 წლების სეზონში არაგონულმა კლუბმა უეფას თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. გიორგი დინამოში 2011 წლიდან ირიცხება, ხოლო მისი დებიუტი ძირითად შემადგენლობაში 2013 წლის 30 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე- ცხინვალის წინააღმდეგ შედგა. დინამოს ათიანმა საქართველოს პირველობაზე დღემდე ლურჯი მაისურით 61 მატჩი ჩაატარა და 22 გოლის გატანა შეძლო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024