საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 5 მარტს გამართავს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრას ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ. აღნიშნული მატჩისთვის დინამოს შემადგენლობიდან გამოძახებული არიან: ნიკა კვეკვესკირი, გიორგი პაპავა, საბა ლობჟანიძე, ლუკა თათხაშვილი და ბუდუ ზივზივაძე.
საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები კი, 5 და 7 მარტს სტამბულში გალათასარაისა და ქასიმფაშას დუბლებთან ჩაატარებს ორ ამხანაგურ მატჩს. ამ თამაშებისთვის დინამოდან გამოიძახეს ალექსანდრე გურეშიძე, გიორგი პაპუნაშვილი და მათე ცინცაძე.