ზეგ 2 მარტს, საქართველოს ჩემპიონატის მეოცე ტურში საჩხერის ჩიხურა დინამო თბილისს უმასპინძლებს.
დინამომ 2 მარტს თავის ისტორიაში სამი ოფიციალური შეხვედრა გამართა. დედაქალაქელებმა სამივე მატჩში იმარჯვეს. ბურთების ბალანსით 12/2. 1999 წელს მეათე ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურში თბილისურ დერბიში დინამომ ანგარიშით 7:1 არსენალი დაამარცხა. აშვეთიამ და ალექსიძემ აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულეს. თითო გოლი წიტაიშვილმა, მიქაძემ და გუჩუამ გაიტანეს. 2002 წელს მეცამეტე ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურში თბილისელებმა წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლეს და სამი უპასუხო გოლით დაამარცხეს. გოლები მიქაძემ, შაშიაშვილმა და ბურდულმა გაიტანეს. 2007 წელს მეთვრამეტე ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში დინამო გორის დილას შეხვდა. კობახიძისა და ფეიქრიშვილის გოლებით თბილისელებმა 2:1 დაამარცხეს მეტოქე.