• Geo
  • Eng
27.02.2014
დინამოს დუბლებმა სიონის დუბლებს 7:0 მოუგეს

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე დუბლების ჩემპიონატის XIX ტურის მატჩი გაიმართა. დინამოს სარეზერვო შემადგენლობა ბოლნისის სიონის სარეზერვო გუნდს დაუპირისპირდა და შვიდი უპასუხო ბურთით დაამარცხა.

კახი გოგიჩაიშვილის შეგირდები სათამაშო უპირატესობას შეხვედრის დებიუტშივე დაეუფლნენ და უკვე მე- 4 წუთზე არჩილ მესხმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში 1:0. პირველი ნახევრის ბოლო წუთზე კვერნაძემ მეორედ აიღო ბოლნისელთა კარი 2:0. მეორე ტაიმის დასაწყისში 47-ე წუთზე თევზაძემ ითამაშა დასწრებაზე ზუსტად და ანგარიში გახდა 3:0. 62-ე და 72- ე წუთებზე კვერნაძემ ორჯერ დალაშქრა სიონის კარი. 81- ე წუთზე შეცვლაზე შესულმა მათიაშვილმა მეექვსე გოლი გაიტანა მეტოქის კარში. ექვსი წუთის შემდეგ კი, კობახიძემ საფინალო ანგარიში დააფიქსირა. დინამომ 7:0 მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველადგილოსან მეტალურგთან მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.

დინამო (დუბლები) 7:0 სიონი (დუბლები)

გოლები: 1:0 ა. მესხი (პენ) 4’  2:0 კვერნაძე 45’  3:0 თევზაძე 47’  4:0 კვერნაძე 62’  5:0 კვერნაძე 72’  6:0 მათიაშვილი 81’  7:0 კობახიძე 87’

დინამო (დუბლები): შოვნაძე (გუგეშაშვილი 65), მარაქველიძე, თევზაძე, ნემსაძე, გურეშიძე (კობოური 61), კიტოვანი (ვეკუა 55), კვერნაძე, მაჭავარიანი (კახნიაშვილი 55), კობახიძე, ც. მესხი (მათიაშვილი 55), ა. მესი

სიონი (დუბლები): ზუხბაია, ჯაფარიძე, ვიბლიანი, ათანელიშვილი, გიორბელიძე, ყურაშვილი, ტაბიძე, ბურნაძე, ახალკაცი, მამასახლისი, სტეფანია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024