• Geo
  • Eng
29.07.2023
ვლადიმერ ბარქაია - 86

დღეს დინამო თბილისის პირველი საჩემპიონო თაობის შეტევების ორგანიზატორი - ვლადიმერ ბარქაია 86 წლის გახდებოდა. მაღალი ტექნიკით დაჯილდოებული შემტევი 1937 წელს გაგრაში დაიბადა. 1957-1967 წლებში ასპარეზობდა დინამოში. 297 ჩატარებულ შეხვედრაში ბარქაიამ 108-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. არის სსრკ-ს 1964 წლის ჩემპიონი. ორგზის პრიზიორი 1959 და 1962 წლებში. 1964 წელს მეორე ნომრად დაასახელეს საუკეთესო 33 ფეხბურთელში. სსრკ-ს ნაკრებში ჩაატარა 2 მატჩი (დანიის და ბრაზილიის წინააღმდეგ) და გაიტანა 2 გოლი. 1967-1969 წლებში იყო დინამო თბილისის მწვრთნელი. ლეგენდარული ფეხბურთელი შარშან, 30 დეკემბერს გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024