19 წლამდე დინამოელებმა მორიგი ტურის შეხვედრა ჩაატარეს და ავაზას სტადიონზე ცხინვალს დაუპირისპირდნენ. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 1:3 დამარცხდა მეტოქესთან. გოლი ცხინვალის კარში მოისწრაფიშვილმა გაიტანა. დინამოელები სატურნირო ცხრილში 37 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო თამაშში კი 24 ივნისს ვიტ ჯორჯიას უმასპინძლებენ.
U19 ცხინვალი 3:1 დინამო
U19 დინამო: კუტალაძე, კიკალიშვილი (ჩარკვიანი 67), ძოწენიძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, დარცმელია, სილაგაძე, მექვაბიშვილი (მოისწრაფიშვილი 65), ბაბუნაძე (გულდედავა 73), ერგემლიძე, კაკულია