სპორტულმა გამოცემა ლელომ, ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტურის სიმბოლურ გუნდში დინამო თბილისიდან სამი ფეხბურთელი, ჩვენი გუნდის ახალგაზრდა შემტევები - გიორგი პაპუნაშვილი (2), ბაჩანა არაბული (4) და საბა ლობჟანიძე (5) შეიყვანა. საბურთალოსთან 5:0 მოგებულ შეხვედრაში არაბულმა ზუსტი თავურით გახსნა ანგარიში, ლობჟანიძემ ლამაზი დრიბლინგით გაიტანა გოლი, ხოლო პაპუნაშვილმა დუბლი შეასრულა.
ლელომ მეჩვიდმეტე ტურის საუკეთესო მწვრთნელად ჩვენი გუნდის თავკაცი - კახი კაჭარავა (5) დაასახელა.