დინამო თბილისის 13 წლამდე შემადგენლობამ, რომელიც ბულგარეთში საერთაშორისო ტურნირზე იმყოფება, დღეს პირველი მატჩი გამართა და დიდი ანგარიშით იმარჯვა. თბილისელებმა ბუქარესტის დინამოს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს და შეჯიბრი წარმატებულად გახსნეს. ერთი გოლი რუმინელებთან გეგიაძის ანგარიშზეა, ხოლო იობაშვილმა პოკერი შეასრულა. ხვალ ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი ბელგრადის ცრვენა ზვეზდას შეხვდება
ერთი ცვლილება მოხდა ტურნირში მონაწილეთა შორის. ადრე დაანონსებული განის ზეინ იუნაიტედის ნაცვლად Harmony League- ზე სერბული ვოივოდინა იასპარეზებს.
U13 დინამო თბილისი 5:0 დინამო ბუქარესტი
U13 დინამო თბილისი: ჯოჯუა, არჩაია, მოლაშვილი, ლაცაბიძე, ბაგრატიონი, გაფრინდაშვილი, კობახიძე, ცხოვრებაშვილი, თათულაშვილი, გეგიაძე, იობაშვილი
სათადარიგოები: ბერუაშილი, თოდუა, ნიკოლაიშვილი, მელქაძე, ბაბლუანი, ქართველიშვილი, აღდგომელაშვილი