• Geo
  • Eng
05.05.2017
დინამოელები ეროვნული ლიგის პირველი წრის სიმბოლურში

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა სოციალურმა გვერდმა გულშემატკივარს დასრულებული პირველი წრის სტატისტიკა წარმოუდგინა. კარში დარტყმებისა და ჩამოწოდებული კუთხურების საშუალო მაჩვენებლით ლიგაში თბილისელები ლიდერობენ. პირველი წრის სიმბოლურ გუნდში ჩვენი კიპერი სერგეი ლიტოვჩენკო, მცველი ლუკა ლოჩოშვილი და შემტევები- გიორგი ჩაკვეტაძე და ბაჩანა არაბული მოხვდნენ. პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად კახი კაჭარავა დაასახელეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024